შეხვედრა ესკოში German Economic Team (GET)-ის წარმომადგენლებთან
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორის მოადგილე-ალექსანდრე პაპიაშვილი, საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან- თამარ წურწუმიასა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან - ანა ტომარაძესთან ერთად, შავ ზღვაში დაგეგმილი წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვის მიზნით, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს მიერ შექმნილ ორგანიზაცია - German Economic Team (GET) -ს შეხვდა.
GET არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მიმართულების ეკონომიკურ კვლევაზე. ამჟამად მათ საკვლევ თემას წარმოადგენს საქართველოსა და რუმინეთს შორის შავ ზღვაში დაგეგმილი წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტი. GET ამზადებს პრეზენტაციას და კველვას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება აღნიშნული პროექტის ეკონომიკური შესაძლებლობები და გამოწვევები.
GET ის წარმომადგენლებმა, ესკოში გამართულ შეხვედრაზე, ქართულ მხარეს წარუდგინეს კვლევის შედეგები, განიხილეს მიმდინარე ეტაპზე არსებული ვითარება და იმსჯელეს კვლევის შემდგომ პერსპექტივებზე.