ესკოს გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ავსტრალიაში იმყოფებოდა
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ, საქართველოდან საჯარო სექტორის წარმომადგენლობითი ვიზიტის ფარგლებში, ავსტრალიაში, ქ.სიდნეიში ესპანეთის საპროექტო კონსორციუმის „Mercados Aries International SA“-სა და გერმანული ენერგეტიკული კომპანიის „INTEGRATION Umwelt und Energie GmbH“-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში „Preparing Energy Securiti and Hydrogen Sector Development Program” მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შედგა აზიის განვითარების ბანკის (ADB ) ორგანიზებით, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტექნიკური დახმარების პროექტის „Preparing Energy Securiti and Hydrogen Sector Development Program”-ის განხორციელებას.
ავსტრალიაში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. დელეგაცის შემადგენლობაში ესკოს გენერალურ დირექტორთან, კახაბერ ქებურიასთან ერთად იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების, სახელმწიფო ელექტროსისტემის, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები.
საქართველოს დელეგაციის მიზანი იყო ენერგიის შემნახველი სისტემებისა და მწვანე წყალბადის განვითარების პერსპექტივების მხრივ ავსტრალიის გამოცდილების გაზიარება. ტექნოლოგიური მიდგომების გაცნობა და ავსტრალიურ ენერგეტიკულ კომპანიებთან ახალი კავშირების დამყარება.