ესკოსა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
2017-04-03
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის 2017 წლის 28 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება ხელვაჩაური 1 ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ.
შპს „აჭარ ენერჯი 2007“-მა საქართველოში, აჭარის რეგიონში განახორციელა 47.48 მგვტ დადგული სიმძალვრის ხელვაჩაური 1 ჰესის მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში გაეშვა 2017 წლის 24 მარტს.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულება ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ, საქართველოს მთავრობას, ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის შეთანხმებული პირობებით.