პირდაპირი ხელშეკრულებების ერთობლივი რეგისტრაცია
2024 წლის 26 მარტს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც ეხება ელექტროენერგიის პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციის წესს და პროცედურას.
განხორციელებული ცვლილებებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ფუნქციებს დაემატა პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაცია.
პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია გულისხმობს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი სახელშეკრულებო განაცხადის, ასევე ამ წესების მე-8 მუხლისა და მე-91 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო განაცხადების რეგისტრაციას, შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალებში (რომლებიც შეიძლება იწარმოებოდეს ელექტრონული რეესტრის ფორმითაც) შეტანას და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებას;
პირდაპირი ხელშეკრულებები სავალდებულოა სარეგისტრაციოდ ერთდროულად წარედგინოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-9 მუხლის შესაბამისად.
აღნიშნული ცვლილებები ძალაშია 2024 წლის 1 აპრილიდან.