2017 წლის დეკემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2017 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 239 178 077.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 20% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 30 288 742.25 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

 

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგია  ძირითადად შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 37% იყო, თბოსადგურების - 7%, ხოლო იმპორტის – 56%.

 

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური          

- თბოელექტროსადგური               

 ♦ - იმპორტი                                         

 

2017 წლის დეკემბრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 98.2% და 1.4% შეადგენს. ამავე პერიოდში, ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.4% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

- გამანაწილებელი ენერგოკომპანია                            

 ♦ -პირდაპირი მომხმარებელი                                             

♦ - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

 

დეკემბრის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 4 180 710 ლარი.