2016 წლის ივლისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2016 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ   26 002 707.30 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი  მიწოდების  2%   წარმოადგენს.    საბალანსო  ელექტროენერგიის  ღირებულებამ  2 448 944.50 ლარი  შეადგინა.

ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე   9.2944467 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი  1.17 თეთრი/კვტ.სთ.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 75% იყო, თბოელექტროსადგურების - 5%, ხოლო იმპორტის – 20%. 

2016 წლის ივლისის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 86.4% და 11.2% შეადგენს. აღნიშნულ თვეში, საბალანსო ელექტროენერგია გატანილ იქნა საექპორტოდ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 2.4% შეადგინა.
 

ივლისის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო  13 871 741.00 ლარი, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ ყოველ მოხმარებულ კილოვატსაათზე გადასახდელმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა 1.5118 თეთრი  შეადგინა.