„ესკო“-ში „ენერგეტიკული გაერთიანების“, „სლოვენიის ბაზრის ოპერატორისა (BORZEN) და „ევროპული ენერგეტიკული ვაჭრობის/ბირჟების ასოციაციის“ (EUROPEX) ქსპერტ-სპეციალისტთა სამუშაო შეხვედრები გაიმართა
„ესკო“-ში, ენერგეტიკული გაერთიანების“ ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ახალი ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელთან დაკავშირებით ორ დღიანი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, „ენერგეტიკული გაერთიანების“, „ევროპული ენერგეტიკული ვაჭრობის/ბირჟების ასოციაციის“ (EUROPEX), სლოვენიის ბაზრის ოპერატორისა (BORZEN) და ვაჭრობის (Power Exchange)-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც შეისწავლიან არსებულ სიტუაციას და შეიმუშავებენ სარეკომენდაციო დოკუმენტს საქართველოსთვის, ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და ჩვენი ბაზრის თავისებურების გათვალისწინებით.
შეხვედრაზე ექსპერტებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ახალი ენერგეტიკული კანონპროექტის მოთხოვნების შესაბამისად, ბაზრის განვითარების პერსპექტივები. ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, შეხვედრები გაიმართა, სხვადასხვა კომპანიისა და უწყების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ეკონომიკისა და ფინანსთან მინისტრის მოადგილეებთან.
ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ასევე, დაიგეგმა ინტენსიური სამუშაო პროცესი „ესკო“-სა და მოწვეულ ექსპერტებს შორის, ბაზრის დიზაინის ეფექტიანი სქემის შემუშავებისა და კომპანიის შესაძლებლობების განვითარების მიზნით.