ესკოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“   შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 13 სექტემბერს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის გენერალური დირექტორმა კახაბერ ქებურიამ, მოადგილეებთან და ესკოს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად , სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებთან. შეხვედარზე განხილულ იქნა  სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდ”-თან გასაფორმებელი „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების“ პირობები. 

სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდ” განახორციელებს ქარის ელექტროსადგურის მშნებელობას შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ნიგოზასთან, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაცია მოხდება  ესკოს მეშვეობით, საქართველოს მთვრობასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და  „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.