ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის წარმომადგენლობის ვიზიტი ჩეხეთში
ა/წ 20-25 ოქტომბერს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის წარმომადგენლობა, საქართველოს ენერგოსექტორის სხვა კომპანიებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტი დაიგეგმა USAID-ის ენერგეტიკული პროგრამისა და ჩეხეთის მხარის მხარდაჭერით.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა, საქართველოში მიმდინარე ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმისა და ლიბერალიზაციის პროცესში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება რიგ საკითხებთან მიმართებაში. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი და მისი ეტაპები; ენერგეტიკულ ბაზარზე ფუნქცია- მოვალეობათა გადანაწილება; ბაზარზე ოპერირება; ენერგოეფექტიანობა; განახლებადი ენერგორესურსების მხარდაჭერის მექანიზმები და სხვა. ასევე, არსებულ და პროგნოზირებად გამოწვევათა გადასაჭრელად ქართული მხარისათვის პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება.