ნეპალის დელეგაციის ვიზიტი ესკოში
2019-12-04
ესკოს ნეპალის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენელთა დელეგაცია ესტუმრა.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა სტუმრებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა და მიმდინარე რეფორმის პროცესი გააცნო, რომლის შედეგიც მნიშვნელოვნად განავითარებს ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სექტორს და გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას რეგიონში.
ნეპალის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და ირიგაციის მინისტრი ტოიანათ ადჰიკარი ხელმძღვანელობს, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასაცნობად, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, “USAID” ნეპალის ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით , ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში.