Acciona Energy-ს წარმომადგენლობისა და EMEA რეგიონის ბიზნესის განვითარების დირექტორატის ვიზიტი ესკოში.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართა ესპანური ენერგო კომპანიის  - Acciona Energy- ის წარმომადგენლობასა და  EMEA  (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის ქვეყნები) რეგიონის ბიზნესის განვითარების დირექტორატთან. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმისა და  გამოწვევების  შესახებ სტუმართა ინფორმირება.  განხილულ იქნა ბაზრის ლიბერალიზაციისათვის მიმდინარე ცვლილებების ფონზე  განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის თემა, არსებული და სამომავლო მხარდაჭერის მექანიზმები.

Acciona Energy მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა განახლებადი ენერგიის სექტორში. მათ პორტფელში შედის 9,600 MW-ზე მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის სადგური, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანში. კომპანია დაინტერესებულია საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების, მეტწილად კი ქარის სადგურების განვითარებით.