ესკო საინფორმაციო
2019 წლის 21 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანი“ (ორო ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2019 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 222 560 590.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 21% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 30 411 281.8 ლარი შეადგინა.
.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.6642708 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 10.614 თეთრი.
ესკო-ს აღრიცხვის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელთათვის სატრეინინგო მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 12 მარტს გამოცხადდა SPA190001512 ტენდერი სავარაუდო ღირებულებით 1 020 ლარი დღგ-ს გარეშე.
სატენდერო წინადადებების მიღების ვადა მთავრდება 2019 წლის 20 მარტს 12:30 საათზე.
2019 წლის 25 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ფშავი ჰიდრო“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „სკურდიდი“ ჰესის ნაწილში.
“ენგურჰესის” გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ოპტიმალური ბალანსის შესანარჩუნებლად, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის მოკლევადიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთს დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად მიეწოდება 45 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს.
2019 წლის 15 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „სვანეთი ჰიდრო“ (მესტიაჭალა 2 ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
მ/წლის 15-16 თებერვალს ესკოს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებული ვალდებულებების შესახებ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრასა და დისკუსიაში, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით „რადისონ ბლუ წინანდალში“. შეხვედრაში აგრეთვე ენერგეტიკის ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა ესკოს საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამარ წურწუმია...
მ/წლის 13 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში, ესკოს საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ წურწუმიამ, მიმოიხილა ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებითა და საქართველოს ახალი ენერგეტიკული კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, აგრეთვე, ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგეტიკის დარში განსახორციელებელი რეფორმები. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც დარგობრივი, აგრეთვე, ევროინტეგრაციის კომიტეტების თავჯდომარეები და წევრები...
2019 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 277 626 670.0 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 24% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 37 575 306.41 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.5344729 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 10.614 თეთრი.
2019 წლის 30 იანვარს გამოცხადდა საკანცელარიო საქონლის შესყიდვის NAT 190002037 ელექტრონული ტენდერი ღირებულებით 718 ლარი. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 07 თებერვალს 13:00 სთ.