ესკო საინფორმაციო
2019 წლის 13 მაისს ესკოს მიერ გამოცხადდა სერვერის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (NAT 190011623), რომლის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 82 700 ლარს. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 21 ივნისს 13:00 საათზე.
2019 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 127 188 162.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 12% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 9 359 587.6 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 7.3632110 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი.
2019 წლის 01 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „სვანეთი ჰიდრო“, როგორც წარმოების ლიცენზიატი, მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში.
2019 წლის 31 მაისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „სვანეთი ჰიდრო“-ს, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2019 წლის 05 ივნისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კოინმანია“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
2019 წლის 05 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კოინმანია“, როგორც იმპორტიორი.
2019 წლის 05 ივნისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კოინმანია“, როგორც ექსპორტიორი.
2019 წლის 30 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „ჯეო სერვერს“-ს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.
2019 წლის 30 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯეო მაინთენანსი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2019 წლის 30 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერგო ინვესტი“ (ავანი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.