19/07/2019

USAID-ის მმართველობა განვითარებისთვის (G4G) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 19 ივლისს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა (ESCO) და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციამ (GREDA) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, ენერგეტიკის სექტორში „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიების გამოყენებისა და, ამ მიზნით, აღნიშნული ტექნოლოგიების პოტენციალის შესწავლის შესახებ.

19/07/2019

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი აცხადებს მეორადი ინვენტარის რეალიზაციას. სარეალიზაციო პროდუქციის ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

12/07/2019

2019 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 148 654 694.1 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 12% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 10 756 571.8 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 7.2359449 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი.

05/07/2019

2019 წლის 13 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „იოტა სინერჯი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „დაგვა“ ჰესის ნაწილში.

05/07/2019

2019 წლის 13 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „აჭარა ტექსტილე“-ს („დაგვა ჰესი“-ს ნაწილში), როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.

27/06/2019

2019 წლის  26 ივნისს  გამოცხადდა  საკანცელარიო საქონლის შესყიდვის SPA 190003376  ელექტრონული ტენდერი ღირებულებით 400.0 ლარი. სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2019 წლის  04 ივლისს  13:00 სთ.

14/06/2019

2019 წლის  13 მაისს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  სერვერის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (NAT 190011623), რომლის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს  82 700 ლარს. სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2019 წლის  21 ივნისს 13:00 საათზე.

13/06/2019

2019 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 127 188 162.5 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 12% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 9 359 587.6 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 7.3632110 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი.

06/06/2019

2019 წლის 01 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „სვანეთი ჰიდრო“, როგორც წარმოების ლიცენზიატი, მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში.

06/06/2019

2019 წლის  31 მაისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „სვანეთი ჰიდრო“-ს, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.