ესკო საინფორმაციო
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის იმპორტისა და ტრანზიტის განხორციელების სახელშეკრულებო პირობების შეთანხმების მიზნით, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის: „SOCAR”-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დაწვრილებით განიხილეს ხელშეკრულების პირობები. ასევე, ესკომ სტუმრებს გააცნო მათთვის საინტერესო საკითხები საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერირების სისტემის, საკანონმდებლო ბაზის, ენერგეტიკული ბაზრის განვითარების პერსპექტივებისა და პრიორიტეტების შესახებ.
2026 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 141 178 147.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 13% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 19 753 993.05 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.099353910 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 4.021 თეთრი.
2026 წლის 07 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჭიორა ჰესი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2026 წლის 02 ივლისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს “ჭიორა ჰესს“, ჭიორა ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
ევროპული ენერგეტიკული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა - ესკომ, რომელიც ევროპის ენერგეტიკული ბირჟებისა და ბაზრის ოპერატორების ასოციაციის (EUROPEX) ასოცირებული წევრია, ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სლოვენიაში, ქალაქ ბლედში გაიმართა.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის წარმომადგენლობამ, გენერალური დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის ივნისში, სლოვენიაში, ლიუბლიანაში, სამუშაო შეხვედრები გამართა სლოვენიის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან - BORZEN და სლოვენიის ელექტროენერგეტიკულ ბირჟასთან - BSP SouthPool Energy Exchange LLC.
2026 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 268 208 567.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 23% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 36 923 196.17 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.786334308 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 4.021 თეთრი.
2026 წლის 3 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „იბერია რიბარი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი , საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში იმყოფებოდა.
