ესკო საინფორმაციო
2022 წლის 16 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ჰუან ჰი ენერჯი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2022 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 192 029 919.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 13% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 26 417 431 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.7569351 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.857 თეთრი.
2022 წლის 13 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯიარპისი თრეიდი“, როგორც ექსპორტიორი.
2022 წლის 13 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „სვანეთი ჰიდრო“, როგორც ექსპორტიორი.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი - დავით თვალაბეიშვილი 2022 წლის 29-31 მაისს, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ზუგდიდში, სადაც დაესწრო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომას.
2022 წლის 14 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „სვანეთი ჰიდრო“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2022 წლის 13 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „სვანეთი ჰიდროს“, როგორც წარმოების ლიცენზიატს და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2022 წლის 31 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ფოვერ თრეიდინგ კომპანი“, როგორც ექსპორტიორი.
2022 წლის 19 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჰიდროენერგია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ახატანი ჰესის ნაწილში.