ესკო საინფორმაციო
2023 წლის 4 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მესტიაჭალა ენერჯის“, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2023 წლის 30 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „პარვუსი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, კორშა 1 ჰესის ნაწილში.
2023 წლის 29 აგვისტოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „პარვუსს“, კორშა 1 ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2023 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს “მეტიაჭალა ენერჯი”, როგორც პირდაპირი მომხმარებელი (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში).
2023 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „სვანეთი ჰიდროს“, როგორც პირდაპირ მომხმარებელს (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2023 წლის 16 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საქართველოს ფეროშენადნობთა რესურსების კომპანია“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2023 წლის 15 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ე-ლუქს“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
2023 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 123 653 218.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 8% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 16 880 570 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13,6044995 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1,857 თეთრი.
„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია და გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე პაპიაშვილი ENERGY CHINA-ს წარმომადგენლებს, სუნ ჯისა და ჩენ ფენგს შეხვდნენ.
„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე პაპიაშვილი „Toyota Tsusho Corporation”-ისა და Eurus Energy-ს წარმომადგენლებს, ფუმიჰიკო სატოსა და ტომოტაკა ვატანაბეს შეხვდა.