ესკო საინფორმაციო
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიური უბედურებით გამოწვეული ტრაგედიის გამო. თანაგრძნობას და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს.
გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია.
2023 წლის 02 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „პარვუსი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, როშკა ჰესის ნაწილში.
2023 წლის 01 აგვიტოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „პარვუსს“, როშკა ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2023 წლის 21 ივლისიდან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ახალი გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს. ბ-ნი კახაბერ ქებურია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ერთ ერთი თვალსაჩინო ფიგურაა, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებითა და მართვის პრაქტიკით.
2023 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „გლობალ ენერჯის” (პანტიანი ჰესის ნაწილში), როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2023 წლის 13 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „პარვუსი“ (როშკა ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2023 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 100 171 363.9 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 7% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 12 468 687 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12,141311 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1,857 თეთრი.
2023 წლის 22 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯორჯიან ფეროელოი გრუპ (ჯფგ)“, როგორც იმპორტიორი.
2023 წლის 22 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯორჯიან ფეროელოი გრუპ (ჯფგ)“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
2023 წლის 22 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯორჯიან ფეროელოი გრუპ (ჯფგ)“, როგორც ექსპორტიორი.