31/08/2023

2023 წლის 30 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „პარვუსი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, კორშა 1 ჰესის ნაწილში.

31/08/2023

2023 წლის 29 აგვისტოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „პარვუსს“, კორშა 1 ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

30/08/2023

2023 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს “მეტიაჭალა ენერჯი”, როგორც პირდაპირი მომხმარებელი (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში).

30/08/2023

2023 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „სვანეთი ჰიდროს“, როგორც პირდაპირ მომხმარებელს (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

18/08/2023

2023 წლის 16 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საქართველოს ფეროშენადნობთა რესურსების კომპანია“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

17/08/2023

2023 წლის 15 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ე-ლუქს“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

15/08/2023

2023 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 123 653 218.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 8% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 16 880 570 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13,6044995 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1,857 თეთრი.

10/08/2023

„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია და გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე პაპიაშვილი  ENERGY CHINA-ს წარმომადგენლებს, სუნ ჯისა და ჩენ ფენგს შეხვდნენ.

07/08/2023

„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე პაპიაშვილი „Toyota Tsusho Corporation”-ისა და Eurus Energy-ს წარმომადგენლებს, ფუმიჰიკო სატოსა და ტომოტაკა ვატანაბეს შეხვდა.

07/08/2023