16/06/2024

2024 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 274 406 385,0 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 20% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 34 063 206,6 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12,4134162 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 2,412 თეთრი.

14/06/2024
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის  გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია -2024 წლის 1 ივლისს ენერგეტიკული ბირჟის გარდამავალი მოდელის გახსნის შესახებ, გადაცემაში: „ ბიზნესი რუსთავი2“.
10/06/2024

2024 წლის 4 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ბიჯი თრეიდი“ (შევაბური ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

26/05/2024

"რაც გვეამაყება და გვაერთიანებს" - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები წელსაც, ტრადიციულად, დედაქალაქის გარდა, სხვადასხვა რეგიონში იყვნენ წარმოდგენილნი.

26/05/2024
ერთიან, მშვიდობიან, ძლიერ სამშობლოში გვეცხოვროს
 
16/05/2024

2024 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 349 137 928,1 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 32% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 53 455 469 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15,3107025 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12,778 თეთრი.

30/04/2024

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ, ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო

30/04/2024

2024 წლის 24 აპრილიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს “ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“, (ხობი 2 ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

15/04/2024

2024 წლის მარტის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 396 611 747.4 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 33% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 61 919 776 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.6121892 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 18.643 თეთრი.

12/04/2024

შეიცვალა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემისა კომერციული ოპერატორისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული სახელშეკრულებო განაცხადის ახალი ფორმა...