2026 წლის ოქტომბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2026 წლის ოქტომბრის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 310 203 809.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 27% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 47 108 086.22 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

◼ - საბალანსო ელექტროენერგია     

ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.217825529 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.054 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 63.32% იყო, თბოელექტროსადგურების - 5.00%, ქარის ელექტროსადგურის - 14.08%, მზის ელექტროსადგურის - 0.34%, ხოლო იმპორტის წილი - 17.26%.

 

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

◼ - თბოელექტროსადგური

◼ -  იმპორტი

◼ - ქარის ელექტროსადგური

◼ - მზის ელექტროსადგური

 

2026 წლის ოქტომბრის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 18.3% შეადგინა. აგრეთვე, ოქტომბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 5.3% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

◼ -  უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი

◼ - საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი

◼ - თავისუფალი მიმწოდებელი

◼ - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

◼ -  პირდაპირი მომხმარებელი

◼ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

◼ - ექსპორტიორი

ოქტომბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 14 452 060.00 ლარი.