ესკო საინფორმაციო
2018 წლის 14 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ჩხოროწყუ ჰესისა და კინკიშა ჰესის ნაწილში.
2019 წლის 03 იანვარს (24:00 საათზე) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ფშავი ჰიდროს“ („სკურდიდი ჰესის“ ნაწილში), როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2018 წლის 28 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენეგო-არაგვი“ („არაგვი 2“ ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
ესკოს მიერ გამოცხადდა:
1) დაზღვევის მსახურების შესყიდვისათვის-SPA180009747 ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებით - 6 720.0 ლარი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 27 დეკემბერს;
2) პირადი ჰიგიენის საშუალებების შესყიდვისათვის-NAT180020752 ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებით - 7 760.0 ლარი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 04 იანვარს;
1) ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისათვის - SPA180009618 ელექტრონული ტენდერი. შესყიდვის ობიექტის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაა 125780 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება - 31860 ლარის ოდენობით. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 24 დეკემბერს.
2) სადაზღვევო მომსახურების შესყიდვისათვის - SPA180009747 ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით - 6720 ლარი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 27 დეკემბერს;
2018 წლის 13 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯონოული 1“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ჯონოული 1“ ჰესის ნაწილში.
2018 წლის 12 დეკემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ჯონოული 1“-ს, „ჯონოული 1“ ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2018 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 322 812 199.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 574 701 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.8082455 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი.
018 წლის 12-13 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა:
- ინტერნეტმომსახურების შესყიდვისათვის-SPA180009450 ელექტრონული ტენდერი სავარაუდო ღირებულებით - 14 200 ლარი.
სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 20 დეკემბერს; - საზოგადოებრივი სატელეფონო კავშირის მომსახურების შესყიდვისათვის-SPA180009456 ელექტრონული ტენდერი სავარაუდო ღირებულებით - 2 360 ლარი.
სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 20 დეკემბერს; - მანქანების რეცხვის მომსახურების შესყიდვისათვის SPA180009498 ელექტრონული ტენდერი სავარაუდო ღირებულებით - 4 825 ლარი.
სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 21 დეკემბერს;
2018 წლის 28 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ოლდ ენერჯი“, როგორც წარმოების ლიცენზიატი, ოლდ ენერჯი ჰესის ნაწილში.