ესკო საინფორმაციო
2018 წლის 25 ივნისს ესკოს მიერ გამოცხადდა ინტერნეტისა და ინტრანეტისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ელექტრონული ტენდერი (SPA 180005778), რომლის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 20 000 ლარს. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 04 ივლისს 13:00 საათზე.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი სამუშაო საპრეზენტაციო შეხვედრებს მართავს საკუთარი ვებ-გვერდის განახლების მეორე ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით. ესკოს საინფორმაციო პორტალს დაემატა ახალი ტექნიკური სერვისები, რაც მოიცავს სავაჭრო დოკუმენტაციის წარმოების ელექტრონულ ფორმატში გადატანას. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე სავაჭრო პროცესის ოპერატიულობისა და გამარტივების მიმართულებით.
2018 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 87 225 285.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 7% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 11 569 730.3 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.2641931 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი/კვტ.სთ.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორში განახლებული ვებ-გვერდის ახალი ტექნიკური სერვისების საპრეზენტაციო რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ესკოს სტუმრები იყვნენ სს „თელასი“-ს, შპს „ჯეო სერვერსი“-ს, შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯია“-ს, შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“-ს, შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის, შპს „აღმოსვლეთის ენერგოკორპორაცია“-ს წარმომადგენლები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ სს „თელასი“-ს, შპს „ჯეო სერვერსი“-ს, შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯია“-ს, შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“-ს, შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის, შპს „აღმოსვლეთის ენერგოკორპორაცია“-ს ხელმძღვანელი პირები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა სამუშაო შეხვედრა გამართა კვალიფიციურ საწარმოთა წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სტუმართათვის ესკოს ვებ-გვერდის ახალი ფუნქციების, მათი მართვის სპეციფიკაციისა და ახალი ფუნქციებით ოპერირების ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა. ასევე კვალიფიციურ საწარმოთა ჩართვა ესკოსთან ვებ-გვერდის ახალი ფუნქციების საშუალებით ურთიერთობის სატესტო რეჟიმში...
2018 წლის 23 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ხეორიჰესი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.
2018 წლის 22 მაისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ხეორიჰესს“, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2018 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 190 626 483.1 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 18% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 23 137 560.8 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.1376424 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი/კვტ.სთ.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის შემუშავების მიმდინარე პროცესში საკუთარი ვებ-გვერდის მოდერნიზაციას ახორციელებს. ვებ-გვერდისათვის ახალი ფუნქციების დამატება გულისხმობს სავაჭრო პროცესის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა....