ესკო საინფორმაციო
2018 წლის 01 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.
2018 წლის 01 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯეო სერვერს“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2018 წლის 01 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2018 წლის 27 აპრილიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქლინ ენერჯი“, როგორც იმპორტიორი.
2018 წლის 27 აპრილს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქლინ ენერჯი“, როგორც ექსპორტიორი.
2018 წლის 23 აპრილს ესკოს მიერ გამოცხადდა სერვერის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA 180004112), რომლის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 390000 ლარს. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 14 მაისს 13:00 საათზე.
2018 წლის 19 აპრილიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ხეორიჰესი“, როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის თანამშრომლებმა 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს სისხლის ბანკის სისხლის დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობისთვის უანგარო დონაცია განახორციელეს. ერთი დონორის მიერ გაცემული სისხლი, მინიმუმ ერთი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლეა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სისხლის ბანკის ინიციატივით, ესკოს ასეთი ტიპის კეთილი ნების აქციის ჩატარების საშუალება მიეცა.
2018 წლის 19 აპრილს გამოცხადდა საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA 180003997) ღირებულებით 1 800 ლარი. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 27 აპრილს 13:30 სთ.
2018 წლის მარტის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 282 062 171.9 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 25% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 34 488 169.8 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.2271518 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი/კვტ.სთ.