ესკო საინფორმაციო
2018 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 307 225 292.7 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 39 336 269 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.8037206 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი/კვტ.სთ.
2018 წლის 8 თებერვალს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“-ს ოფისში ჩატარდა ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის (ბარტერის) შესახებ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა. კომპანია „Aksa Aksen Enerji“-ს მიერ წარმოდგენილი წინადადება აღმოჩნდა „ესკო“-სათვის ყველაზე მისაღები.
სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ აცხადებს შემოთავაზებების მიღებას ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის (ბარტერის) თაობაზე. შემოთავაზების წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს (არარეზიდენტ იურიდიულ პირს).
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 07.02.2018, 17:00 (თბილისის დროით).
წარმოდგენილი შემოთავაზებების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 08 თებერვალს, 12:00 საათზე (თბილისის დროით), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“-ს ოფისში: საქართველო, ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, მე-5 სართული, ოთახი №16.
2018 წლის 29 იანვარს ესკოს მიერ გამოცხადდა ჭერის ელექტრონათურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA180001144).
სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 06 თებერვალს.
2017 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 239 178 077.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 20% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 30 288 742.25 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.6636783 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი/კვტ.სთ.
2018 წლის 24 იანვარს ესკოს მიერ გამოცხადდა ორი ლეპტოპის, ერთი დესკტოპისა და ერთი ფერადი პრინტერის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA180000954). სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 01 თებერვალს.
2018 წლის 15 იანვარს ესკოს მიერ გამოცხადდა სადაზღვევო მომსახურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA180000537), სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 23 იანვარს.
2018 წლის 10 იანვარს ესკოს მიერ გამოცხადდა მანქანების შეკეთება-ტექნიკური მომსახურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი - SPA180000301, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება - 18 095 ლარი, საპრეისკურანტო ღირებულება - 112 130 ლარი.
სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2018 წლის 18 იანვარს.
2017 წლის 28 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა:
- მანქანების რეცხვის მომსახურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი - SPA170016836, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება - 5 430 ლარი;
- მანქანების შეკეთება-ტექნიკური მომსახურების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი -SPA170016846, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება - 18 095 ლარი, საპრეისკურანტო ღირებულება - 89 820 ლარი.
2017 წლის 15 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა საზოგადოებრივი სატელეფონო კავშირის მომსახურებების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA 170016243) ღირებულებით 2600 ლარი დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2017 წლის 25 დეკემბერს 13:00 საათზე.