ესკო საინფორმაციო
2017 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 180 040 473.3 კვტ.სთ
შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 16 % წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 20 071 923.40 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.1485618 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.496 თეთრი/კვტ.სთ.
2017 წლის 12 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერჯი სოლუშენი“, როგორც იმპორტიორი.
2017 წლის 12 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, როგორც იმპორტიორი.
2017 წლის 01 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“-ს, როგორც განაწილების ლიცენზიატს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2017 წლის 06 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საგა თრეიდინგი“, როგორც იმპორტიორი.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ცვლილებები შევიდა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს, როგორც საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული (განაწილების ლიცენზიატი) კვალიფიციური საწარმოს მონაცემებში
2017 წლის 25 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.
2017 წლის 24 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“-ს, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
ესკოს წარმომადგენლობითი დელეგაცია 15-16-17 აგვისტოს საერთაშორისო სპეციალიზირებულ გამოფენას „ASTANA EXPO - 2017“ -ს სტუმრობს.
2017 წლის 11 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“, როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.