28/12/2017

2017 წლის  28  დეკემბერს  ესკოს  მიერ  გამოცხადდა:

- მანქანების რეცხვის  მომსახურების  შესყიდვის  ელექტრონული ტენდერი - SPA170016836, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო  ღირებულება  - 5 430 ლარი;

- მანქანების შეკეთება-ტექნიკური  მომსახურების  შესყიდვის ელექტრონული  ტენდერი  -SPA170016846, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება  - 18 095 ლარი, საპრეისკურანტო  ღირებულება - 89 820 ლარი.

18/12/2017

2017 წლის  15 დეკემბერს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  საზოგადოებრივი სატელეფონო კავშირის მომსახურებების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA 170016243)  ღირებულებით  2600 ლარი  დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2017 წლის  25 დეკემბერს  13:00 საათზე.

15/12/2017

2017 წლის 14 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა "მაიკროსოფტის" ლიცენზიების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA 170016097) ღირებულებით  86400 ლარი  დღგ-ს  ჩათვლით. სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2017 წლის  22 დეკემბერს  13:00 საათზე.

14/12/2017

2017 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 210 815 221 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 20% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 29802273 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.1366798 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.248 თეთრი/კვტ.სთ.

14/12/2017

გაკორექტირდა 2017 წლის მარტისა და სექტემბრის თვეებში ესკოს მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასები.

10/12/2017

2017 წლის 24 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მგ ალგეთი ჰესი“, როგორც მცირე სიმძალვრის ელექტროსადგური (ალგეთი ჰესის ნაწილში).

10/12/2017

2017 წლის 24 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „ჯბჯ“-ს,  როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს (ალგეთი ჰესის ნაწილში), და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

06/12/2017

2017 წლის  06 დეკემბერს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  მაიკროსოფტის ლიცენზიების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (SPA 170015507) ღირებულებით  86400 ლარი  დღგ-ს  ჩათვლით. სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება 2017 წლის 14 დეკემბერს  13:00 საათზე.

30/11/2017

2017 წლის 03 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ჰესი I“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.

30/11/2017

2017 წლის 02 დეკემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდება სს „AE-SGI Energy I“-ს, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ იქნება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.