ესკო საინფორმაციო
2017 წლის 27 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ლოპოტა ენერჯი“-ს, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2017 წლის 29 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „AE-SGI Energy I“, როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი აცხადებს მეორადი ინვენტარის რეალიზაციას. სარეალიზაციო პროდუქციის ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.
2017 წლის 28 ივნისს გამოცხადდა მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სერვისი/მომსახურების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 170008878), რომლის გამოცხადებული სატენდერო ღირებულება შეადგენს დღგ-ს ჩათვლით 300 ლარს და სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2017 წლის 05 ივლისს 14:00 სთ.
2017 წლის 23 ივნისს გამოცხადდა საბეჭდი მოწყობილობების (კარტრიჯები, ტონერები) შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 170008682), რომლის გამოცხადებული სატენდერო ღირებულება შეადგენს დღგ-ს გარეშე 2 100 ლარს და სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2017 წლის 30 ივნისს 13:30 სთ.
2017 წლის 20 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერჯი სოლუშენი“, როგორც ექსპორტიორი.
შპს ,,ენგურჰესი’’-ს საკონკურსო კომისია შპს,,ენგურჰესი“-ს კუთვნილი საექსპორტო ელექტროენერგიის საქართველო-თურქეთის საზღვარზე რეალიზაციის მიზნით აცხადებს კონკურსს.
2017 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 78 251 578.3 კვტ.სთ
შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 7% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 7 377 634.5 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 9.4280967 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.496 თეთრი/კვტ.სთ.
2017 წლის 01 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდება სს „საქართველოს რკინიგზა“-ს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ იქნება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.
2017 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 280 038 454.7 კვტ.სთ
შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 31 801 299.4 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.3560473 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 9.4 თეთრი/კვტ.სთ.