14/11/2017

2017 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  254 273 249 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების  26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 35 009 027.5 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.7682700 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი -  9.4 თეთრი/კვტ.სთ.

11/11/2017

9-10 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკური დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ  გიორგი ჩიქოვანმა, ენერგეტიკული  გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეშ კოპაჩმა, ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში იანოშ ჰერმანმა და სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა, მათ შორის ესკომ; საერთაშორისო ექსპერტებმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა...

11/11/2017

ევროკომისიამ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულ დოკუმენტში ცალკე პუნქტად განხილულია ენერგეტიკის მიმართულება. კერძოდ, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია "ენერგეტიკულ გაერთიანებაში" საქართველოს გაწევრიანებაზე.

26/10/2017

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ჩინელი ინვესტორები ესტუმრნენ. საკონსულტაციო შეხვედრაზე ესკოს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად განხილულ იქნა სტუმრებისათვის საინტერესო თემები: ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მოდელი, ასევე საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში თანხების ინვესტირებისა და ახლადაშენებული სადგურებიდან ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის საკითხები.

23/10/2017

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა.  2017 წლის 20 ოქტომბერს ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილედ ესკოს ვაჭრობის დირექციის ყოფილი უფროსი, რუსუდან მაზმიშვილი დაინიშნა...

13/10/2017

2017 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  225 996 238.6 კვტ.სთ 

შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების  24% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 26 621 375.8 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.7795659 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი -  9.4 თეთრი/კვტ.სთ.

12/10/2017

11 ოქტომბერს  გაიმართა   ესკოს  შეხვედრა  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

განხილული იქნა ესკოს 2016 წლის ფინანსური მაჩვენებლები. 

12/10/2017

6-8 ოქტომბერს ესკომ ბორჯომში გასვლითი შეკრება-სემინარი ჩაატარა. კონკრეტული წინადადებების შემუშავების მიზნით ბაზრის ოპერატორის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებმა დისკუსიისათვის წარმოადგინეს პრეზენტაციები და მოსაზრებები საბითუმო ვაჭრობის ანგარიშსწორებისათვის საბაზისო მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, ფინანსური ურთიერთობისა და სხვა ანალოგიური თემების ირგვლივ არსებული მდგომარეობისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

27/09/2017

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორში-ესკო, 26 სექტემბერს ვაჭრობის ხელშეწყობის ჩეხური სახელმწიფო სააგენტოს - CzechTrade-ის  ინიციატივით,  ჩეხეთის რესპუბლიკის მოწინავე ენერგეტიკული კომპანიების - SIGMA GROUP,  SKODA PRAHA,  AUSTIN DETONATOR-ZPA, SMART ENERGY-ZIMA, TECHNIK-ARMATURY GROUP -ის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა.

25/09/2017

2017 წლის 21 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“,  როგორც წარმოების ლიცენზიატი.