03/07/2017

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი აცხადებს მეორადი ინვენტარის რეალიზაციას. სარეალიზაციო პროდუქციის ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

28/06/2017

2017 წლის  28 ივნისს  გამოცხადდა  მოკლე  ტექსტური  შეტყობინების  (SMSსერვისი/მომსახურების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (SPA 170008878), რომლის გამოცხადებული  სატენდერო ღირებულება  შეადგენს  დღგ-ს ჩათვლით  300 ლარს   და  სატენდერო  წინადადებების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2017 წლის  05 ივლისს 14:00 სთ.

23/06/2017

2017 წლის  23 ივნისს  გამოცხადდა  საბეჭდი  მოწყობილობების (კარტრიჯები, ტონერები) შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (SPA 170008682), რომლის გამოცხადებული  სატენდერო ღირებულება  შეადგენს  დღგ-ს გარეშე  2 100 ლარს  და  სატენდერო  წინადადებების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2017 წლის  30 ივნისს 13:30 სთ.

20/06/2017

2017 წლის 20 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერჯი სოლუშენი“, როგორც ექსპორტიორი.

16/06/2017

შპს ,,ენგურჰესი’’-ს საკონკურსო კომისია  შპს,,ენგურჰესი“-ს კუთვნილი საექსპორტო ელექტროენერგიის საქართველო-თურქეთის საზღვარზე რეალიზაციის მიზნით აცხადებს  კონკურსს.

16/06/2017

2017 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  78 251 578.3  კვტ.სთ 

შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 7% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 7 377 634.5 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 9.4280967 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი -  1.496  თეთრი/კვტ.სთ.

30/05/2017

2017 წლის 01 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდება სს „საქართველოს რკინიგზა“-ს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ იქნება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.

11/05/2017

2017 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  280 038 454.7 კვტ.სთ 

შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 31 801 299.4 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.3560473 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 9.4 თეთრი/კვტ.სთ.

02/05/2017

2017 წლის  02 მაისს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (ფლეშ დისკები,  ოპერატიული მესხიერება, კომპიუტერის კვების ბლოკი,  კაბელი, აკუმულატორი) შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (NAT 170004840)  ღირებულებით  2 000 ლარი  დღგ-ს  გარეშე. სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2017 წლის  10  მაისს  13:00 სთ.

28/04/2017

2017 წლის  28 აპრილს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (სერვერი, სკანერი, 8 პორტიანი KVM გადამრთველი) შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (NAT 170004710)  ღირებულებით  14 800 ლარი  დღგ-ს  გარეშე. სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2017 წლის  04  მაისს  15:00 სთ.