ესკო საინფორმაციო
2017 წლის 20 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერჯი სოლუშენი“, როგორც ექსპორტიორი.
შპს ,,ენგურჰესი’’-ს საკონკურსო კომისია შპს,,ენგურჰესი“-ს კუთვნილი საექსპორტო ელექტროენერგიის საქართველო-თურქეთის საზღვარზე რეალიზაციის მიზნით აცხადებს კონკურსს.
2017 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 78 251 578.3 კვტ.სთ
შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 7% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 7 377 634.5 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 9.4280967 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.496 თეთრი/კვტ.სთ.
2017 წლის 01 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდება სს „საქართველოს რკინიგზა“-ს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ იქნება საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.
2017 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 280 038 454.7 კვტ.სთ
შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 31 801 299.4 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.3560473 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 9.4 თეთრი/კვტ.სთ.
2017 წლის 02 მაისს ესკოს მიერ გამოცხადდა კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (ფლეშ დისკები, ოპერატიული მესხიერება, კომპიუტერის კვების ბლოკი, კაბელი, აკუმულატორი) შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (NAT 170004840) ღირებულებით 2 000 ლარი დღგ-ს გარეშე. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2017 წლის 10 მაისს 13:00 სთ.
2017 წლის 28 აპრილს ესკოს მიერ გამოცხადდა კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (სერვერი, სკანერი, 8 პორტიანი KVM გადამრთველი) შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (NAT 170004710) ღირებულებით 14 800 ლარი დღგ-ს გარეშე. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2017 წლის 04 მაისს 15:00 სთ.
2017 წლის მარტის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 355 222 707.7 კვტ.სთ
შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 34% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 945 912 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.6528825 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 14.234 თეთრი/კვტ.სთ.
2017 წლის 10 აპრილიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“, როგორც ექსპორტიორი.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის 2017 წლის 28 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება ხელვაჩაური 1 ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ...