12/01/2017

2017 წლის 11 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კასკად ჯორჯია“, როგორც იმპორტიორი.

30/12/2016

2016 წლის 30 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „დარიალი ენერჯი“,  როგორც წარმოების ლიცენზიატი.

30/12/2016

2016 წლის 29 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „დარიალი ენერჯი“-ს, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

29/12/2016

2016 წლის 22 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აგროენერჯი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.

29/12/2016

2016 წლის 21 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ვოთერ ენერჯი“-ს, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს კაზრეთი ჰესის ნაწილში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

27/12/2016

2016 წლის იანვრის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს და ოქტომბრის თვეების ანგარიშსწორების ბაზების კორექტირების შედეგად, შეიცვალა ესკოს მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ფასები.

26/12/2016

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა  შეხვედრა გამართა ენერგეტიკის განვითარების ფონდის, USAID-ის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თანაინვესტირების ფონდის, საპარტნიორო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდის, CALT & TAGGART-ის, თიბისი ბანკის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო ესკოს ახალი ვებ-გვერდის საპრეზენტაციოდ მზადების პროცესში,  კომპანიებისათვის იმ სიახლეთა წინასწარ გაცნობა, რასაც დაინტერესებულ მომხმარებელს მომავალი წლიდან შესთავაზებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის განახლებული ვებ-გვერდი.

26/12/2016

2016 წლის  23 დეკემბერს  გამოცხადდა  სადაზღვევო მომსახურების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (SPA 160032053), რომლის გამოცხადებული  სატენდერო ღირებულება  შეადგენს  10130 ლარს  და  სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2016 წლის  29  დეკემბერს  14:00 სთ.

26/12/2016

2016 წლის  23 დეკემბერს  გამოცხადდა  ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (SPA 160032047), რომლის გამოცხადებული  სატენდერო  (სახელშეკრულებო) ღირებულება შეადგენს 15145 ლარს  და  სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2016 წლის  29  დეკემბერს  14:00 სთ.

26/12/2016

2016 წლის  23 დეკემბერს  გამოცხადდა  ავტომანქანების რეცხვის მომსახურების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული  ტენდერი  (SPA 160032045), რომლის გამოცხადებული  სატენდერო ღირებულება  შეადგენს  4600 ლარს  და  სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2016 წლის  29  დეკემბერს  13:30 სთ.