2018 წლის ივნისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2018 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 46 784 986.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 4% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 5 939 770 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 12.6958890 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი/კვტ.სთ.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 70% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 11%, თბოელექტროსადგურების - 6%, ხოლო იმპორტის – 13%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
♦ - ჰიდროელექტროსადგური
♦ - თბოელექტროსადგური
♦ - იმპორტი
♦ - ქარის ელექტროსადგური
2018 წლის ივნისის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 31% და 14% შეადგენს. ამავე პერიოდში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 55% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
♦ - გამანაწილებელი ენერგოკომპანია
♦ -პირდაპირი მომხმარებელი
♦ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
ივნისის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 3 913 563 ლარი.