2018 წლის მაისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2018 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 87 225 285.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 7% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 11 569 730.3 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.2641931 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი/კვტ.სთ.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 44% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 6%, ხოლო იმპორტის – 50%. .

 

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური          

 - იმპორტი                                         

 - ქარის ელექტროსადგური          

2018 წლის მაისის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 68.4% და 2.4% შეადგენს. ამავე პერიოდში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 29.1% შეადგინა. აგრეთვე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-14² მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობამ 59 242 კვტ.სთ შეადგინა, რაც მაისის თვეში საბალანსო ელექტროენერგიის 0.1%-ია.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

- გამანაწილებელი ენერგოკომპანია                            

  ♦ -პირდაპირი მომხმარებელი                                             

          ♦ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - სსე (ავარიული შემოტანის დაბრუნება)                       

 

მაისის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 9 120 598 ლარი.