2021 წლის თებერვლის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2021 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 227 159 981,3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 21% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 35 521 606,7 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

◼ - საბალანსო ელექტროენერგია                                            

თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15,6372643 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 36% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3%, ხოლო იმპორტის – 61%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

◼ - ქარის ელექტროსადგური

◼ - იმპორტი

2021 წლის თებერვლის თვეში, ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 64,3% და 27,4% შეადგენს. აგრეთვე, თებერვლის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 8,3% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

◼ - გამანაწილებელი ენერგოკომპანია

  ◼ - პირდაპირი მომხმარებელი

◼ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 

თებერვლის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 16 205 056,00 ლარი.