2021 წლის ნოემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2021 წლის ნოემბრის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 340 194 568.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 28% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 57 325 970 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16.8509362 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 30.1% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 1.8%, თბოელექტროსადგურების - 46.2%, ხოლო იმპორტის – 21.9%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 - ქარის ელექტროსადგური

 - თბოელექტროსადგური

◼ - იმპორტი

2021 წლის ნოემბრის თვეში, ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა ძირითადად განახორციელეს პირდაპირმა მომხმარებლებმა, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, 43.3% შეადგინა. აგრეთვე, ნოემბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 5.6% შეადგინა. ამასთანავე, ნოემბრის თვეში, განაწილების ლიცენზიატების მიერ, განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა, რომლის წილმაც 18.0% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 - საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი

 - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - პირდაპირი მომხმარებელი

 - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

ნოემბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო  17 362 560.00 ლარი.