2021 წლის დეკემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2021 წლის დეკემბრის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 385 627 269.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 28% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 64 863 383.2 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16.8211009 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 27.1% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 1.3%, თბოელექტროსადგურების - 39.5%, ხოლო იმპორტის – 32.1%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
◼ - ჰიდროელექტროსადგური
◼ - ქარის ელექტროსადგური
◼ - თბოელექტროსადგური
◼ - იმპორტი
2021 წლის დეკემბრის თვეში, ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა ძირითადად განახორციელეს პირდაპირმა მომხმარებლებმა, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, 38.47% შეადგინა. აგრეთვე, დეკემბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 5.23% შეადგინა. ამასთანავე, დეკემბრის თვეში, განაწილების ლიცენზიატების მიერ, განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა, რომლის წილმაც 13.02% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
◼ - უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი
◼ - საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი
◼ - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - პირდაპირი მომხმარებელი
◼ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)
◼ - ექსპორტიორი
დეკემბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 16 073 926.00 ლარი.