2024 წლის დეკემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2024 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 540 880 240.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 43% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 88 705 482 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16.4050636 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.52 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 25% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 1%, თბოელექტროსადგურების - 45%, ხოლო იმპორტის წილი - 29%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
◼ - ჰიდროელექტროსადგური
◼ - თბოსადგური
◼ - იმპორტი
◼ - ქარის ელექტროსადგური
2024 წლის დეკემბრის თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 2.0% შეადგინა. აგრეთვე, დეკემბრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 3.2% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
◼ - უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი
◼ - საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი
◼ - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - პირდაპირი მომხმარებელი
◼ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
◼ - ექსპორტი
დეკემბრის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 2 424 932.00 ლარი.