2026 წლის აპრილის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2026 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 391 150 890.9 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 33% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 60 424 185.65 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

 - საბალანსო ელექტროენერგია     

აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.560657265 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.478 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 54.8% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3.6%, თბოელექტროსადგურის - 31.8%, მზის ელექტროსადგურის - 0.4%, ხოლო იმპორტის წილი - 9.4%.

         

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

 - ჰიდროელექტროსადგური

◼ - თბოელექტროსადგური

 -  იმპორტი

 - ქარის ელექტროსადგური

 - მზის ელექტროსადგური

2026 წლის აპრილის  თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 3.97% შეადგინა. აგრეთვე, აპრილის  თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 3.67% შეადგინა.

 

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 

 -  უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი

 -  საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი

 - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 -  პირდაპირი მომხმარებელი

 - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

- ექსპორტიორი

 

აპრილის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 9 619 598.00 ლარი.