ესკო საინფორმაციო
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სტუდენტთა სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ესკოში სტაჟირებას გაივლიან.
პროგრამის მიზანია, ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში გაიარონ ერთწლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, შემდგომი დასაქმების უფლებით.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენცის დაესწრო.
კონფერენციაზე სიტყვით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე.
ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე პაპიაშვილმა და საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ წურწუმიამ, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის წარმომადგენლების სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს ქ .ბრიუსელში გამართულ „ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის“ (EUROPEX) გენერალური ასამბლეის შეხვედრაში.
2023 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 135 213 021 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 12% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 19 385 932 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14,3373269 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.668 თეთრი.
დღეს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და გაძლიერების მისიის ჯგუფს შორის, ესკოს საერთაშორისო სტანდარტის - ISO 27001 სერტიფიცირებისათვის მოსამზადებელი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ, ესკოს წარმომადგენლობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის სექტორში ბიზნესკავშირების დამყარების ხელშემწყობ კონფერენციაში, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სექტორის საჯარო,კერძო, დონორი და ინვესტორი კომპანიების, ასევე საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარდგნენ USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში რობერტ ტეილორი.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, ნანა კურტანიძეს დღეს საიუბილეო თარიღი აქვს. ესკო დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით ულოცავს ქ-ნ ნანას დაბადების დღეს.
გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია
2023 წლის 26 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მაღარო კაპიტალი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიწვევით, მონაწილეობა მიიღო განახლებადი ენერგიის ხელშემწყობი კომპონენტის პრეზენტაციაში.
2023 წლის 22 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „როუჯი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.