ესკო საინფორმაციო
2023 წლის 31 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ბილდი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, დმანისი ჰესის ნაწილში.
2023 წლის 30 მაისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ბილდს“, დმანისი ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
2023 წლის 18 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს “ჯეოფერომეტალი”, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2023 წლის 19 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ეიჩ2“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
2023 წლის 19 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ეიჩ2“, როგორც იმპორტიორი.
2023 წლის 19 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ეიჩ2“, როგორც ექსპორტიორი.
2023 წლის აპრილის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 303 703 625.7 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 24% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 41 989 318 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.7384748 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.668 თეთრი.
2023 წლის 5 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ბილდი“ (დმანისი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2023 წლის 4 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საინ ფიზ“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.