ესკო საინფორმაციო
2024 წლის 25 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია 2006“, როგორც იმპორტიორი.
2024 წლის 1 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ქსმ ექსპორტ-იმპორტს”, როგორც იმპორტიორს, ექსპორტიორს და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელს და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2024 წლის 21 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ქართული საინვესტიციული ჯგუფი ენერგიას“, ხობი 2 ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2024 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 195 428 280.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 14% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 30 241 448 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.4741741 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 2,412 თეთრი.
2024 წლის 1 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ელექტროენერგიის პროვაიდერს“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელს, და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ესკოს თანამშრომლები: რუსუდან მაზმიშვილი, ბესიკ ბუთურიშვილი, ჯანსუღ ნადარეიშვილი. ვულოცავთ მათ ამ ღირსეულ და საპატიო ჯილდოს. ვუსურვებთ მხნეობას, ენერგიას და მრავალ დიდ წარმატებას.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ ქებურიამ, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს გლობალური ენერგეტიკული სისტემის ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა მ/წლის 25 აგვისტოს ქ. პარიზში, დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) ორგანიზებით.
2024 წლის აგვისტოს თვიდან, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა სექტორის წინაშე მნიშვნელოვანი სიახლე წარმოადგინა. აღნიშნული პერიოდიდან, ესკო, დისპეჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში, 2024 წლის 2 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, პირდაპირი კონტრაქტებისა და საკონტრაქტო განაცხადების რეგისტრაციას უკვე ელექტრონულად ახორციელებს ესკოს ვებ-გვერდზე არსებული „ხელშეკრულების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის“ საშუალებით.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა მონაწილეობა მიიღო “ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის” (EUROPEX) გენერალური ასამბლეის შეხვედრებში. ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე პაპიაშვილმა და საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ წურწუმიამ გააკეთეს მოხსენება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარებისა და ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნის შესახებ.
2024 წლის 20 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფ ბეტონი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.