ესკო საინფორმაციო
2024 წლის 1 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „აი დი სინერჯის“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელს, და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2024 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 396 344 163.3 კვტ.სთ შეადგინა,რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30.3% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 61 522 478.4 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.5224888 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 18.581 თეთრი.
2024 წლის 09 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ექსიმგრუპი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.
2024 წლის 5 თებერვლიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „თავისუფალი მიმწოდებელი“, როგორც თავისუფალი მიმწოდებელი.
2023 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 304 174 189 კვტ.სთ შეადგინა,რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 27% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 44 578 526 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14,6555913 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12,017 თეთრი.
2024 წლის 9 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „სინერჯი ტრეიდერი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი გილოცავთ შობა - ახალ წელს. ენერგიას, მხნეობას,მშვიდობას და წარმატებას გისურვებთ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ესკოს გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია
2023 წლის 21 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს “მესტიაჭალა ენერჯი“ (მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში), როგორც წარმოების ლიცენზიატი.
2023 წლის 20 დეკემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მესტიაჭალა ენერჯის“, მესტიაჭალა 1 ჰესის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.