23/08/2024

2024 წლის 20 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფ ბეტონი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

16/08/2024

2024 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 125 606 342.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 8% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 19 456 915.1 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15,6159665 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 2,412 თეთრი.

07/08/2024

2024 წლის აგვისტოს თვიდან, პირდაპირი ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო განაცხადების რეგისტრაცია, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ,  ხორციელდება არა მატერიალური სახით, არამედ ელექტრონულად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდზე არსებული „ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის“ მეშვეობით.

01/08/2024

2024 წლის 31 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „შტიგენ გრუპი“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

22/07/2024

2024 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ჰიდროენერგიას“ (ახატანი ჰესის ნაწილში), როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

15/07/2024

2024 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 163 289 272.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 11% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 24 089 199.3 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.7403672 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 2,412 თეთრი.

04/07/2024

გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის N23/2, N23/3 და N23/4 გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ცვლილებები საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში და გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.

01/07/2024

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი გილოცავთ საქართველოში პირველი ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნას. ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, საქართველოს ელექტროენერგეტიკულმა სექტორმა, დღეს, 2024 წლის 1 ივლისს, ესკოს მიერ შეთავაზებული გარდამავალი მოდელით, გახსნა ელექტროენერგეტიკული ბირჟა.

დღეიდან ბირჟაზე ელექტროენერგიით ნებაყოფლობითი ვაჭრობა უკვე შესაძლებელია.

01/07/2024

2024 წლის 1 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“, როგორც ბირჟის ოპერატორი.

28/06/2024

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ელექტროენერგიის საბითუმო ბირჟის ეტაპობრივი გახსნის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.