ესკო საინფორმაციო
2025 წლის 29 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კახეთის მზე“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, გამარჯვების მზის ელექტროსადგურის ნაწილში.
2025 წლის 28 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „კახეთის მზეს“, გამარჯვების მზის ელექტროსადგურის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
ესკომ, მსოფლიო ბანკთან ერთად, ენერგოკომპანიებისათვის კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა - დისკუსია გამართა.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა და მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული ჯგუფის ერთობლივი ორგანიზებით 28 ნოემბერს ჩატარდა საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსია თემაზე : „კიბერუსაფრთხოების / ინფორმაციის უსაფრთხოების სერთიფიკატის მიღება და დისკუსიები ენერგეტიკული სააგენტოებისთვის“.
2025 წლის 22 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელ-ჰაბი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, კასპის მზის ელექტროსადგურის ნაწილში.
2025 წლის 21 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ელ-ჰაბს“, კასპის მზის ელექტროსადგურის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2025 წლის 19 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ალაზნის მზე“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ჯუგაანის მზის ელექტროსადგურის ნაწილში.
2025 წლის 18 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ალაზნის მზეს“, ჯუგაანის მზის ელექტროსადგურის ნაწილში, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2025 წლის ოქტომბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 238,152,339.2 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 21% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 37,758,911 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.8550058 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.677 თეთრი.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ყაზარაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა-ფორუმის - „GEEF-2025“ ფარგლებში გამართულ სესიაზე, რომლის მთავარი თემა იყო „სტრატეგიიდან ქმედებამდე – მხარდამჭერი რეგულაციების როლი განახლებადი ენერგიის განვითარებაში“.
2025 წლის 1 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კასლეთი 1“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, კასლეთი 1 ჰესის ნაწილში.