2026 წლის ივლისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2026 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 234 822 870.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 17% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 26 393 817.42 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

 - საბალანსო ელექტროენერგია     

ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.209563074 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 4.021 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 90.414% იყო, თბოელექტროსადგურების - 2.385%, ქარის ელექტროსადგურის - 3.232%, მზის ელექტროსადგურის - 0.739%, ხოლო იმპორტის წილი - 3.230%.

 

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ - ჰიდროელექტროსადგური

 - თბოელექტროსადგური

 -  იმპორტი

 - ქარის ელექტროსადგური

 - მზის ელექტროსადგური

 

2026 წლის ივლისის   თვეში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 20.3% შეადგინა. აგრეთვე, ივლისის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 11.6% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

 -  საჯარო მომსახურების სახით ელექყროენერგიის მიმწოდებელი

◼ - თავისუფალი მიმწოდებელი

 - განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

 -  პირდაპირი მომხმარებელი

◼ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

- ექსპორტიორი

 

ივლისის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 12 754 749.00 ლარი.