ენერგეტიკოსის დღე 2026

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი, მოადგილეებთან ერთად ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ქართველ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საზეიმოდ დააჯილდოვა 16 გამორჩეული ენერგეტიკოსი. მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ანალიზის, მონიტორინგისა და პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ აბაშმაძე.

ესკო სიხარულით ულოცავს მიხეილ აბაშმაძეს საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსის საპატიო წოდების მინიჭებას.

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლები, ასევე ენერგეტიკული კომპანიების წევრები დაესწრნენ.