ესკო ევროპარლამენტში - „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციის“ ფორუმზე.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტში გამართულ “ელექტროენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციის“ რიგით მეორე ფორუმში ( EMIF), რომელიც 20 მაისს, ქალაქ ბრიუსელში გაიმართა. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი ფორუმზე წარმოადგინეს ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ - ალექსანდრე პაპიაშვილმა და საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა - თამარ წურწუმიამ.
ფორუმზე განხილულ იქნა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრების განვითარებისა და ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ ბაზართან ინტეგრაციის საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპარლამენტის წევრები, ევროკომისიისა და ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლები, ასევე, ენერგეტიკის მარეგულირებელი თანამშრომლობის სააგენტოს (ACER), ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის (EUROPEX), ბაზრის ოპერატორებისა და ბირჟების წარმომადგენლები.