ესკო საინფორმაციო
14/01/2016
2015 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 176 076 272.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 17% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 23 124 458 ლარი შეადგინა.
11/01/2016
2015 წლის 30 დეკემბრიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჰიდრო ჯორჯია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.