შეხვედრა ესკოში ჩინელ ინვესტორებთან
2017-10-26
![შეხვედრა ესკოში ჩინელ ინვესტორებთან](https://esco.ge/files/article/ESCO_logo.png)
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ჩინელი ინვესტორები ესტუმრნენ. საკონსულტაციო შეხვედრაზე ესკოს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად განხილულ იქნა სტუმრებისათვის საინტერესო თემები: ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მოდელი, ასევე საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში თანხების ინვესტირებისა და ახლადაშენებული სადგურებიდან ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის საკითხები.